23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა - გლობალური კონსენსუსი“ გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი პროფესორები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი N64ა.
საკონტაქტო: თამარ უროტაძე - 568 87 83 92
23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნანა სანდერისა და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.