ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილები საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას გამოეხმაურნენ.

მათი თქმით, აღნიშნული პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციას აფერხებს, ასევე, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

შეკრებილებმა ადგილზე საპროტესტო ტრანსპარანტები გამოფინეს ლოზუნგებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ და „რუსეთი ოკუპანტია!“.

აქციის ორგანიზატორებისა და მომიტინგეების განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედებები ქვეყანაში „ავტორიტარული და რუსული მოდელის რეჟიმის“ დამყარების მცდელობაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს. ქვეყანაში რუსული რეჟიმია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გაისტუმროს და დაიცვას ჩვენი ევროპული მომავალი“, - აღნიშნა აქციის ერთ - ერთმა მონაწილება

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ