მედია - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთის წევრობის საკითხი, შესაძლოა, 11 ნოემბერს გადაწყვიტონ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.

„თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციიდან ერევნის შესაძლო გასვლასთნ დაკავშირებით საუბრისაას.

ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აგვისტოში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი არ გეგმავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან გარიცხავენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ