ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერია - ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი არ იქნება

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერია - ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი არ იქნება

უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერი აქციაა, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

მისივე თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი აქცია არ იქნება.

„უამრავი ადამიანი მივიდა [4 ოქტომბრის აქციაზე]. ჩვენთვის ეს პარტიული ღონისძიება არ იყო, იქ სადაც პარტია იღებს მონაწილეობას. როცა ვიღებთ მონაწილეობას, მარტივად ვამბობთ ხოლმე. აგერ მაგალითად, უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერი აქციაა.

რა თქმა უნდა, როცა ვაანონსებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი აქცია არ იქნება. მაგრამ როცა პარტიის წევრები იქ მიდიან და ესწრებიან, მათი გაკონტროლება შეუძლებელია, არც სასურველი არაა ადამიანების გაკონტროლება“,- განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას კვლავ ჩაეკითხა, ვინ ესწრებოდა პარტიის ლიდერებიდან ამ აქციას.

„ვერ გეტყვით, ციხეში ვიყავით ოთხივე. ინფორმაცია როგორ უნდა მომეკითხა, ციხეში ვიყავით ოთხივე. პარტიის პოზიცია იყო, რომ ის არ მონაწილეობს ამ აქციაში“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.