გიორგი გახარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - ეს არის არა კონსტიტუციური მართლმსაჯულება, არამედ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენებმა ამ პროცესის ნამდვილი ბუნება გამოააშკარავა - ეს არის არა კონსტიტუციური მართლმსაჯულება, არამედ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გუშინ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა, სასამართლოს წინაშე წარდგა და მოსამართლეების კითხვებს უპასუხა.
„ამ კითხვების არარელევანტურობა და მათი პოლიტიკური შეფასებების სახით ფორმულირება ნათლად ააშკარავებს ამ პროცესის ნამდვილ არსს”, - წერს გახარია.
მისი მტკიცებით, ბერდია სიჭინავამ თავისი პრინციპული და პროფესიონალური პოზიციით საქართველოს მოქალაქეებს დაანახა ამ პროცესის აბსურდულობა, ხელოვნურობა და მისი ნამდვილი მიზანი.

























