ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი „მაესტროსთან“ მომხდარ ინციდენტს იმ ფილმს უკავშირებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, დღეს 21 საათზე „მაესტროს“ ეთერში უნდა გავიდეს. მისი განცხადებით, აღნიშნული ფილმი გირგვლიანის მკვლელობას და მისი მკვლელების ცხოვრების პირობებს ასახავს. „ამ ფილმის მასალა მომაწოდა ადამიანმა, რომელმაც ერთი კვირის წინ დატოვა საქართველო, რადგან, ჩათვალა, რომ ფილმის გასვლის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა“-აცხადებს მიქიაშვილი.
მან ფილმის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავა, რადგან, ფილმი დაგეგმილ დროს მაინც გავა ეთერში და მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ გირგვლიანის მკვლელები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"