ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, პროგრამის მიზანი საქართველოში ეკონომიკური კვლევითი საქმიანობის გაფართოება, კვლევის ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პირველი კვლევითი ნაშრომებია - ~ინფლაციის თარგეთირება საქართველოში: ვართ თუ არა მზად?“; ~ფულად-საკრედიტო გადაცემის მექანიზმი საქართველოში: სხვადასხვა გადამცემი არხის ანალიზი“ და ~თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი“. ~აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ მაღალი დონის ეკონომიკურ კვლევებს, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე კვლევითი მეთოდები. პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ეკონომიკური კვლევების პოპულარიზაციას საქართველოში~, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავიტ ამაღლობელმა. მისი თქმით, მართალია, ეროვნულ ბანკში ეკონომიკური კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ დამოუკიდებელ მკვლევართა ნაშრომებით მათი შევსება აუცილებელია. მსგავსი კვლევებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას აუცილებლად გათვალისწინებული იქნება.