შარტავას ქუჩაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა

მცირე ინციდენტი მოხდა დღეს შარტავას ქუჩაზე. აქციის მონაწილეები უკვე იშლებოდნენ, როდესაც მაღალი სისწრაფით მოძრავი “ჯიპის” მარკის ავტომანქანა; ქალბატონს დაეჯახა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

შემთხევევის ადგილზე მივიდნენ მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე, დავით გამყრელიძე. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კი მანქანაზე წარწერები გააკეთეს.;

“მემარჯვენეების” განცხადებით, ეს იყო მორიგი პროვოკაცია და ავტომანქანის მძღოლი პროვოკატორი იყო.

შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა.