ცნობილი ქართველი კომპოზიტორი; ალექსანდრე ბასილაია გერმანიიდან გამთენიისას, 03.00 საათზე მიუნხენი-თბილისის რეისით ჩამოასვენეს.;;
;ალექსანდრე ბასილაიას პანაშვიდი კომპოზიტორის საცხოვრებელ სახლში, საირმის გორაზე, VIII კორპუსში (ბინა #12) 8 და 9 ოქტომბერს გაიმართება.
კომპოზიტორს 10 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ბასილაიას იმავე დღეს, 15.00 საათზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში გერმანიაში, 3 ოქტომბერს გარდაიცვალა.; ბასილაია 1942 წლის 11 მარტს დაიბადა. იგი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე და ანსამბლ ~ივერიის~ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
;ბასილაია ავტორია ისეთი ცნობილი მიუზიკლებისა, როგორიცაა - ~არგონავტები~, ~ჩხიკვთა ქორწილი~, ~ფიროსმანი~. მას ეკუთვნის ასევე არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა და ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაიას ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია - ~რაღაც დასრულდა~.