გორის მუნიციპალიტეტს საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი ექნება

გორის მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი ექნება.

;როგორც “ინტერპრესნიუსს” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, საკრებულოს დადგენილებით უკვე შექმნილია 11 კაციანი კომისია, რომელმაც მუნიციპალიტეტის; სიმბოლიკის შესარჩევად კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

სიმბოლიკის შესარჩევად კომისიამ გარკვეული კრიტერიუმები დაადგინა, კერძოდ, საკონკურსო ნამუშევრები შემუშავებული უნდა იყოს გორის ისტორიულ-კულტურული ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სახელმწიფო ისტორიულ-ჰერალდიკური ნიმუშები. ამასთან, მთავარი მოთხოვნაა, ნამუშევრები მაღალმხატვრულ დონეზე იყოს შესრულებული და ვიზუალურად ერთი შეხედვით გორთან ასოცირდებოდეს.

;;;; კონკურსის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში კომისიის წევრები შეარჩევენ საუკეთესო საკონკურსო ნიმუშებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოზე დასამტკიცებლად გაიგზავნება.;

;;;; გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს; ჰონორარი გადაეცემათ და გორის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭებათ.;;

;;;;;მუნიციპალიტეტისთვის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლიკის შექმნას საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმად,; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; სახელმწიფო გერბის გამოყენება ეკრძალებათ. საქართველოში, ევროპის მრავალი ქვეყნისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სიმბოლიკის არსებობის დიდი ტრადიცია არ არის. საკუთარი გერბი მხოლოდ რამდენიმე ქალაქს გააჩნია, მათ შორის, თბილისს, ფოთსა და სიღნაღს.;

;;;;

;

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში