სართიჭალის სანერგე მეურნეობას დღეს გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ქალაქის მერი მოინახულებს.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე და დედაქალის მერი გიგი უგულავა სართიჭალის სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ახლადრეაბილიტირებულ სათბურს მოინახულებენ.
სანერგე მეურნეობაში სტუმრები „დარგე ხე- გაამწვანე შენი გარემო“, აქციისთვის სპეციალურად გამოყვანილ ჯიშებს დაათვალიერებენ. ქალაქის მერიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით გამწვანების ახალი პროექტი უკვე დაიწყო, რომელიც დედაქალისა და მისი შემოგარენის გამწვანებას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაზაფხულზე „დარგე ხე-გაამწვანე შენი გარემო“ აქციის ფარგლებში დედაქალის მასშტაბით უკვე 100 ათასამდე წიწვოვანი, იფანის, ნეკერჩხლისა და თრიმლის ხის ნერგები დარგო, შემოდგომაზე კი - 200 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედაქალაქთან ერთად, განაშენიანების აქცია წეროვანსა და გორში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ჩატარდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"