„მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებენ

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლები ამიერიდან HSDPA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ე.წ. 3.5 თაობის ყველაზე სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებენ.;;

ახალ სერვისთან დაკავშირებით პრეზენტაცია დღეს სასტურმო „ქორთაირდ მარიოტში“ გაიმართა.;

როგორც პრეზენტაციაზე „მაგთიკომის“ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ განაცხადა,; ყველაზე სწრაფი, 3,5 თაობის, მობილური და ხარისხიანი ინტერნეტი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავცელდება.

მისი თქმით, „მაგთიკომის“ ინჟინრები აღნიშნულ სერვისზე 2006 წლიდან; მუშაობენ.

„მაგთიკომს საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს. ამდენად ჩვენ არ გამოგვიცხადებია მისი დანერგვის შესახებ, ვიდრე არ დავრწმუნდით მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელის ხარისხიან მუშაობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დევიდ ლიმ.

როგორც გენერალური დირექტორის მოადგილემ კომუნიკაციების დარგში ზურაბ გურგენიძემ განმარტა, HSDPA (High-Speed Downlink Packet Access) _ მაღალსიჩქარიანი პაკეტური შეღწევის მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიაა. მესამე თაობის (3G) მობილურ ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე 384 კილობიტი/წმ იყო, 3.5 თაობის HSDPA ტექნოლოგიის გამოყენებით სწრაფი მობილური ინტერნეტის სიჩქარე კი 14.4 მეგაბიტ/წმ-ს იქნება, რაც მესამე თაობის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს 37-ჯერ აჭარბებს.

გურგენიძის განცხადებით, ახალი სერვისის გამოყენება ოთხი ძირითადი ხერხით არის შესაძლებელი – მობილური ტელეფონით, რომელსაც ექნება 3.5 თაობის მხარდაჭერა, მობილური ტელეფონის მიერთებით პორტატულ კომპიუტერთან და სხვა კომპიუტერთან; სპეციალური USB სადენის საშუალებით სიმბარათის კომპიუტერთან მიერთებით და ახალი თაობის კომპიუტერებით, რომლებშიც მოთავსებულია მოდემი და სიმბარათი ჩაიდება მოდემში.

აღსანიშნავია, რომ ახალი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც „მაგთის“, ასევე „ბალის“აბონენტებისთვისაც.

საქართველოს ტერიტორიაზე, HშSPA ტექნოლოგიის გაშვებასთან დაკავშირებით „მაგთი“; მომხმარებელს ინტერნეტ-პაკეტების სახით მობილური ინტერნეტის ყველაზე ხელმისაწვდომ ტარიფებს სთავაზობს - 20 MB – 5 ლარად; 100 MB – 10 ლარად; 400 MB – 15 ლარად;; 1000 MB – 30 ლარად;; 5000 MB – 60 ლარად;; ულიმიტო _ თვეში 100 ლარად.

დღევანდელ ღონისძიებაზე; ახალი ტექნოლოგიით ინტერნეტში მუშაობის დემონსტრირებაც განხორციელდა და სარკლამო კლიპების ჩვენებაც. კლიპი დამზადებულია, როგორც „მაგთის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, ასევე „ბალის“ ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. როგორც ცნობილია, „ბალი“ ახალგაზრდა სეგმენტზე გათვლილია ბრენდია და ფასიც ამის შესაბამისად განისაზღვება. „ბალის“ აბონენტი, რომელიც 3 ლარიან ბარათს გააქტიურებს, 15 MB მიიღებს.

ზურაბ გურგენიძის განცხადებით, „მაგთიკომის“ პარტნიორი ახალი სერვისი დანერგვაში „მოტოროლა“ და „ნოკია-სიმენსი“ იყვნენ. „მაგთიკომი“ მიმდინარე წელს თბილისელ მომხმარებელს, ახლო მომავალში სადენიანი ინტერნეტის შეთავაზებასაც გეგმავს, რაც შემდეგ საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

;

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება