23-25 ნოემბერს ვარშავაში საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირი განათლების ინტერნაციონალის პანევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირებიდან აცნობეს, ორგანიზაციის 7-კაციანი დელეგაცია; მანანა ღურჭუმალიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება.
პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის გენერალურ ასამბლეაში გამართულ განათლების ინტერნაციონალის პანევროპულ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ასამბლეის ძირითადი განსახილველი თემატიკაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი და განათლების საკითხები, განათლების სისტემაში დასაქმებულ ქალთა პრობლემები.
"იმის გათვალისწინებით, რომ; ასამბლეის მუშაობაში; რუსული დელეგაციაც მონაწილეობს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გეგმავს, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირებს მიაწოდოს ინფორმაცია; ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების შესახებ და ასამბლეას საგანგებო რეზოლუციის მიღება შესთავაზოს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტები რუსეთის სახელმწიფოზე, რათა მოხდეს ბავშვების გათავისუფლება", _ აცხადებენ აღნიშნულ პროფკავშირში.
ამასთან, პოლონეთში ყოფნის დროს ქართულ დელეგაციას უმასპინძლებს პოლონეთის ეროვნული პროფკავშირი "სოლიდარობა". დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები პოლონეთის განათლების სისტემის გასაცნობად.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"