გია ხუხაშვილი - ქვეყანას საკადრო ცვლილებებზე მეტად, პირველ რიგში სისტემური ცვლილებები სჭირდება

ასპექტებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, კულუარებში ბევრს საუბრობენ მთავრობაში მორიგ, სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე. აქტიურად საუბრობენ, რომ პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გურგენიძეს გიგი უგილავა ჩაანაცვლებს. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს მორიგი საკადრო ცვლილებების მთავრობაში?;

- ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი არაა, არც ჩემთვის და არც ქვეყნისთვის. ვინ რომელ სკამზე იჯდება შეიძლება ობივატელისთვის იყოს საინტერესო, მაგრამ ჩემი აზრით, ქვეყანას საკადრო ცვლილებებზე მეტად, პირველ რიგში სისტემური ცვლილებები სჭირდება. პრობლემა სახელებსა და გვარებში არის, ძირითადი პრობლემა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მართვის სისტემაშია. ვინც არ უნდა დაჯდეს კონკრეტულ სკამზე ის, ფაქტობრივად, იწყებს დამკვიდრებული თამაშის წესებით მოქმედებას. ვითარებაში, როცა კარუსელის მექანიზმი გაფუჭებულია, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს მნიშვნელობა არა აქვს. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება პრემიერ მინისტრი გურგენიძე თუ უგულავა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამეურნეო პროფესიული გამოცდილება უნდა ჰქონდეს პრემიერ მინისტრს, ამისათვის უგულავა აშკარად ცუდი კანდიდატია, უფრო უარესია ვიდრე გურგენიძე. გურგენიძისაგან განსხვავებით უგულავას ეკონომიკურ პროცესებზე წარმოდგენა საერთოდ არა აქვს, მაშინ როცა ეს საკითხები გურგენიძემ იცის.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საუბრები მერაბიშვილის ალასანიათი შეცვლის თაობაზე.

-მერაბიშვილი-ალასანიას ტანდემის თემა მე არარეალისტურად მიმაჩნია იმიტომ, რომ მერაბიშვილის ალასანიათი ჩანაცვლება ნიშნავს ქვეყანაში ძირეული ცვლილებების დაწყებას, რისი წინაპირობა რეალურად არ არსებობს. ამგვარ საკადრო ცვლილებას მე არ ველოდები და მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია. თუ ეს მართლა მოხდება, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდება.

- ამბობენ, კახა ბენდუქიძე ისევ ეკონომიკის მინისტრი გახდებაო...

- ეს ჩემთვის გასაგებია. ამ ადამიანმა თვლა იცის და მთავრობაში ერთი კარგად დამთვლელი სჭირდებათ. ხელისუფლებამ ბენდუქიძის გარდა ისეთი უკიდეგანო ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანი ვერ მოძებნა, რომელიც ხელისმომწერია ყველა იმ აქტზე, რაც ეკონომიკურ საკითხებს ეხება და რომლესაც მთავრობა და პარლამენტი იღებს. ბენდუქიძის კვლავ გამინისტრება გამორიცხული არაა, ვინაიდან ბენდუქიძე ყველა მთავრობას მოერგო და ყველასთან კარგადაა.

- რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, რომელსაც თქვენ ხშირად აკრიტიკებთ?

- ამ კუთხით მე ამ საკითხში ხელისუფლების ლოგიკას ვერ ვხედავ, ვინაიდან გურგენიძის უგულავათი ჩანაცვლება ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარი ნაბიჯი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ეკონომიკური პროცესები უფრო მეტად ქაოტური გახდება. თუმცა მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე გახდა, ამ ხელისუფლებიდან გასაკვირი არაფერი არ არის. საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი. ეს ის ვითარებაა, როდესაც ხელისუფება არის ბიზნესის დირექტორი. მთელი ქართული ეკონომიკის პრობლემაც ეგაა. ქვეყანაში არ არსებობს კონკურენტული გარემო და მაღალი საინვესტიციო რისკებია. რის გამოც ჩვენი ძირითადი ინვესტორებია სახელმწიფო კაპიტალი, ან ოფშორული ზონებიდან საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი, ან არაბი შეიხები. ძალიან სამწუხაროა, რომ ცივილიზებული ევროპული კაპიტალი საქართველოში არ მოდის. ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას დიდ ეკონომიკურ რისკებს უქმნის გაცხადებული ვექტორიდან გამომდინარე. ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ და სინამდვილეში, ღმერთმა უწყის საით მივდივართ.

"ინტერპრესნიუსი" კობა ბენდელიანი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!