წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი; ხვალ; გორის რაიონის სოფელ შინდისში სასმელი წყლის ჭაბურღილების პრეზენტაციას გამართავს.
;პრეზენტაციას იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის უფროსი არიან ტომბეტი; და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.;
;პროექტის მიხედვით; შინდისსა და ფხვენისში; 2 ჭაბურღილი და სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში სასმელი წყალი შეუფერხებლად მიიღოს.
;;;;; გორის რაიონის სოფლების დიდი ნაწილი სასმელ წყალს ცხივნალიდან იღებდა. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ სეპარატისტებმა ქართული სოფლები წყლის გარეშე დატოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და მუნციციპალური ფონდის დაფინანსებით, უწყლოდ დარჩენილი სოფლების უმრავლესობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. დარჩენილ სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ითავა.;;;
;;; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 4 ჭაბურღილის მშენებლობა აქვს დაწყებული; გორის რაიონის სოფლებში მერეთში, საქაშეთში, ბროწლეთსა და დიცში, რომლის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"