ქართველი მოქანდაკე, საქართველოში 1921 წლიდან დღემდე, რუსეთის ხელით დაღუპული ქართველების ხსოვნის მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდის

ქართველი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, საქართველოში 1921 წლიდან დღემდე, რუსეთის ხელით უდანაშაულოდ დაღუპული ქართველების ხსოვნის მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდის.

;როგორც ირაკლი ჟვანია აღნიშნავს, მემორიალის შექმნა საჭიროა იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს, ვინ ლაპარაკობს საქართველოდან წასული და დაღუპული ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფაზე.

~ლაპარაკობს "კაგებეში" გამოზრდილი ოფიცერი, რომლისნაირებიც ხვრეტდნენ სწორედ ქართველებს ღამღამობით~, - აღნიშნავს ჟვანია. მისი თქმით, მონუმენტის აღმართვით საქართველო ერთის მხრივ სათანადო პატივს მიაგებს უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და, მეორეს მხრივ, ეს იქნება საკადრისი პასუხი იმ პოლიტიკურ ცინიზმზე, რასაც მოსკოვში ქუთაისის მონუმენტის ასლის დადგმა ჰქვია.

;მოქანდაკე მიიჩნევს, რომ ამ მონუმენტისთვის საუკეთესო ადგილი თბილისში, სანაპიროზე იქნება, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. მისივე თქმით, უდავოა, რომ ფაშისტების ხელით დაღუპულ ადამიანებს პატივისცემა აუცილებლად სჭირდებათ. “სულ ახლახან, წინა საუკუნეში, მოსკოვიდან მოსული დირექტივებით იჭერდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს თბილისში თუ მთელს საქართველოში, ასახლებდნენ და აუბედურებდნენ მათ ოჯახებს. ამაზე დღემდე რუსეთში არავინ იხდის ბოდიშს. სულ ახლახანს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ ქალებს და ბავშვებს გორში. ფაშისტების ხელით დაღუპულ ადამიანებს რომ პატივისცემა სჭირდებათ, ეს უდავოა, მაგრამ რით განსხვავდება გერმანელების მიერ ჩადენილი დანაშაული იმისგან, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა?!~, - ნათქვამია ჟვანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მას ამის დამადასტურებლად კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ; ფაშისტურ გერმანიასთან ომში 250 000 ქართველი დაიღუპა. ფაქტია ისიც, რომ 1921 წლიდან 2008 წლის ჩათვლით რუსეთის ხელისუფლების მითითებით საქართველოში ასევე 250 000 ადამიანია უდანაშაულოდ დაღუპული. მოქანდაკე მიიჩნევს, რომ გერმანიამ და რუსეთმა აბსოლუტურად ერთნაირი ტრაგედია მოუტანა საქართველოს.

;

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება