ირაკლი დოკვაძეს სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცოლ-ქმარ ელზა გულიაშვილისა და გოჩა კვირჭიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ; ირაკლი დოკვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 25 აპრილს, დოკვაძე სტუმრად მივიდა კვირჭიშვილის ოჯახში. სახლში იმყოფებოდნენ კვირჭიშვილი და მისი ორსული მეუღლე გულიაშვილი. მამაკაცები გავიდნენ საცხოვრებელი ბინის გასარემონტებელ ნაწილში სასაუბროდ, სადაც დოკვაძემ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა გოჩა კვირჭიშვილს, რა დროსაც იატაკზე დაცემის ხმა გაიგო, ერთი სართულით ქვემოთ მცხოვრებმა კვირჭიშვილის დედამ გაბუნიამ. ეს უკანასკნელი ტელეფონით დაუკავშირდა რძალს _ ელზა გულიაშვილს და თხოვა გაერკვია რა მოხდა. ამ მიზნით,;გულიაშვილი შევიდა სახლის სარემონტო ნაწილში, რა დროსაც დოკვაძემ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგივე მეთოდით, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კვირჭიშვილის ორსულ მეუღლეს ელზა გულიაშვილს. უგონო მდგომარეობაში მყოფი მეუღლეები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში იპოვეს ოჯახის წევრებმა და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად კვირჭიშვილი და გულიაშვილი გადაურჩნენ სიკვდილს, ასევე ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა მათ შვილს.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული კვირჭიშვილი, რომელმაც ამხილა დოკვაძე აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება გულიაშვილს მან ვერ შეძლო ჩვენების მიცემა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დოკვაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება; დადასტურებულია მოწმე გაბუნიას ჩვენებით, დოკვაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, გენეტიკური ექპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გოჩა კვირჭიშვილმა და ირაკლი დოკვაძემ ერთმანეთი გაიცნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას და მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა. კერძოდ, კვირჭიშვილი არის დოკვაძის შვილის ნათლია.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ირაკლი დოკვაძე წარსულში ნასამართლევია 1992 წელს, ჯაბა იოსელიანზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით და მას მისჯილი ჰქონდა იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა. თუმცა 2001 წელს იგი ნაწილობრივ რეაბილიტირებულ იქნა და დანიშნული სასჯელი შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

;

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია