გარემოს დაცვის მინისტრმა ქუთაისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვის მინისტრმა ქუთაისში მოსწავლეებთან ერთად ნერგები დარგო.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს იმერეთის რეგიონს სტუმრობდა. ქუთაისში მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მინისტრმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

„შევახსენებ ყველას, შევასრულოთ პატრიარქის კურთხევა: თითოეულმა ჩვენთაგანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს. დარგვის სეზონი მთავრდება და ყველას ვთხოვ ვიჩქაროთ და შევასრულოთ უწმინდესის კურთხევა“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მინისტრმა პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იფანის, ნეკერჩხლის, შავი ფიჭვისა და ველური ნუშის ნერგები დარგო. სამინისტროს ინიციატივით აქცია - „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო“ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქს მოიცავს.

გასული წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე სამინისტრომ უკვე განახორციელა გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში 300 ათასზე მეტი ნერგი დაირგო.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში