”მშვიდობის ხიდი” თბილისის ცივილიზებული სიმბოლო გახდება, - ამის შესახებ, ახალი ხიდის არქიტექტორმა მიქელე დე ლუჩიმ დღეს რიყეზე განაცხადა.
;ახალი ხიდის მშენებლობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოინახულეს. იქ იმყოფებოდნენ ასევე იტალიური საინჟინრო-საამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
;მიქელე დე ლუჩის განცხადებით, ბევრი ფეხით სასიარულო ხიდი წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს, როგორიც არის `პონტევეკიო~ ფლორენციაში ან `რიალტო~ ვენეციაში. იტალიელი არქიტექტორის თქმით, ისინი მძიმე, ქვისგან ნაკეთი მასიური კონსტრუქციებია, იმ ეპოქის შესატყვისი ტექნოლოგიით აგებული.
;`ეს ხიდიც, რომელიც შეიქმნა ყველაზე უფრო პროგრესული თანამედროვე ტექნოლოგიებით, აუცილებლად გახდება თბილისის ცივილიზებული სიმბოლო~, _ განაცხადა იტალიელმა არქიტექტორმა.
;მიქელე დე ლუჩის თქმით, მის მიერ გაკეთებული რამდენიმე ვარიანტიდან პრეზიდენტმა ყველაზე გამბედავი და პროგრესული ვარიანტი შეარჩია, რითაც საქართველოს თანამედროვე არქიტექტურის ავანგარდში ადგილი დაუმკვიდრა.
;`ეს არ არის ჩვეულებრივი ხიდი, თავისი პასაჟითა და საყრდენი კონსტრუქციით, არამედ ეს არის ფართე სახურავი, გადაჭიმული მდინარე მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორემდე, თავისი ფოლადის განივი კოჭებით, რაზეც დაკიდებულია მსოფლიოს ყველაზე ნაზი და ჰაეროვნი, თანამედროვე ფეხით გადასასვლელი ხიდი. ეს არის ფილიგრანულად დახრილი ზედაპირი, რომელიც იკრებს ძალას მისი ფორმის გამო და აღგვაფრთოვანებს თავისი სტრუქტურის სიმსუბუქით~, _ აცხადებს ხიდის არქიტექტორი.
;როგორც `ინტერპრესნიუსისთვის~ ადგილზე გახდა ცნობილი, ახალი ხიდის ასაგებად საინჟინრო გათვლები `ფავერო და მილანიმ~ განახორციელა, ხიდის მინით გადახურვა _ `პერმა სტელიზამ~, ხოლო რკინის კონსტრუქცია _ `სიმოლაიმ~. ახალი ხიდი 760 ტონიანია, ხოლო სიგრძე _ 156 მეტრს შეადგენს. უჩვეულო ნაგებობა ღამე 50 ათასი თანამედროვე ნათურით განათდება. ხიდის მშენებლობა შარშან ნოემბერში დიწყო და მისი გახსნა ოფიციალურად 1-ელი მაისისთვის იგეგმება. ხიდის დადგმას კიდევ 4 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა გაიხსნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"