გარემოს დაცვის სამინისტრომ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა თბილისის ბოტანიკურ ბაღში “ბაღის ფრინველთა საათით” დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ბაღის ფრინველებს და მათ აღწერდნენ.
აქცია სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა (GTZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ხელშეწყობით ჩატარდა.;
“მოხარული ვარ, რომ გერმანიის მთავრობას შეუძლია, მხარი დაუჭიროს საქართველოში ბაღის ფრინველთა საათის განხორციელების პროცესს. ეს არის დიდი კამპანია, რომელიც შარშან უკვე ჩატარდა 180 სკოლაში და წელს 350 სკოლაზე მეტი მოიცვა. ვფიქრობ,; ფრინველების დათვლის ღონისძიება არის წარმატებული, ბავშვები გამოდიან და ბუნებაში აკვირებიან ჩიტებს”, _ განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტმა ქრისტინა შტრაუბმა.
“ბაღის ფრინველთა საათის” კამპანია, ბოტაბიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.
კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა და; მომავალი სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფართოდ გავრცელებული ფრინველების შესახებ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებით, კამპანია ხელს უწყობს ასევე ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის გაცნობიერებას. ბაღის ფრინველთა არსებობა და რაოდენობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სიჯანსაღის მანიშნებელია.;;
2010 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"