ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვანთა დაწესებულების მშენებარე კორპუსი მოინახულა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემარასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა მოინახულა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარემონტდება ძველი შენობა და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც არასრულწლოვანთა საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მინისტრის თქმით, არსებული შენობა კვლავ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მოხმარდება, რადგან უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მათ განათლებასა და რეაბილიტაციას.

შენებლობის დასრულების პროცესს გაერო-ს ბავშვთა ფონდი (Unicef) აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოს, მინისტრთან ერთდ, Unicef-ის წარმომადგენლებიც გაეცნენ.

არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება