ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექსპერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექსპერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს . მათ შორის ერთ-ერთია ფსიქიატრ-ექსპერტი გოგი ნანეიშვილი.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ დაუდასტურა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფსიქიატრები ეჭვმიტანილები არიანი ყალბი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში. მათ ყალბი დასკვნა გასცეს შპს "ელიზის" დირექტორის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილის, მკვლელობაში მსჯავრდებულ გურამ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მათ დასკვნაში მიუთითეს, რომ გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო.

ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულები არიან ელიზბარაშვილის ოჯახის წევრებიც - პატიმრის მამა თამაზ ელიზბარაშვილი, პატიმრის მეუღლე სალომე ივანიშვილი და მისი მამა. ისინი ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი დასკვნა გასცა, გოგი ნანეიშვილი იყო. 

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება