გია ყარყარაშვილი - მინდა ვიყო კონსტრუქციული, მაგრამ ხელისუფლება მთავაზობს გავბოროტდე

"ქართული ლეგიონის" დამფუძნებელი გია ყარყარაშვილი უკმაყოფილოა ხელისუფლების დამოკიდებულებით იმ პირების მიმართ, რომლებსაც სამშობლოს სამსახურის დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ყარყარშვილმა დღეს, "პრაიმ თაიმში" სტუმრობისას ჟურნალისტებს გრიგოლ ცაცურიანი წარუდგინა. ცაცურიანი ყარყარაშვილის მინისტრობის დროს სატანკო ასეულის ჯარისკაცი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში თბილისის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურსი მუშაობდა. იგი აგვისტოს ომის დროს კანის სიმსივნით დაავადდა.

ყარყარაშვილის ცნობით, ცაცურიანი 2008 წლის აგვისტოში პირადად მონაწილეობდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ამოთხრასა და გადმოსვენებაში. იმ პერიოდში სახის მიდამოში ინფექცია შეეჭრა, რაც სიმსივნედ ჩამოყალიბდა.

"ამ ადამიანს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 6 900 ლარი ჯდება; ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას არაერთგზის მიმართა, თუმცა პასუხად მხოლოდ მადლობა მიიღო გაწეული მუშაობისთვის", - აღნიშნა მან.

დღესვე ყარყარაშვილმა მედიის წინაშე კიდევ ერთი დაზარალებული, მზია მელაძე წარადგინა, რომელსაც გასული წლის მაისში, ავტოავარიის შედეგად, 29 წლის ვაჟი, ვაშლისჯვრის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გივი მელაძე დაეღუპა.

მზია მელაძის განცხადებით, ავარიის მიზეზად გამოძიებამ გადაჭარბებული სიჩქარე მიიჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არ მიმეღო დაზღვევის თანხა, რომელსაც ჩემი შვილი შვიდი წლის განმავლობაში იხდიდა და ოჯახისთვის პენსია არ დაენიშნათ", - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, გივი მელაძის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფს"~ მისი ოჯახისთვის 15 ათასი ლარი უნდა გადაეხდა, თუმცა, როგორც კომპანიაში მზია მელაძეს განუმარტეს, ავტოსაგზაო შემთხვევა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა და აღნიშნული თანხა მისი შვილის სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ უნდა აანაზღაუროს.

~აი, ეს არის ჩვენი ცხოვრება და რეალობა; ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ემსახურნენ სამშობლოს, საშველი არ აქვთ~, - განაცხადა ყარყარაშვილმა.

მისივე თქმით, 28 სექტემბერს ის პირადად გაუგზავნის წერილობით მიმართვას თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიას. პასუხის მიღების შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკურ პოზიციას სახელმწიფოსთან მიმართებაში.

~მინდა ვიყო კონსტრუქციული, კეთილშობილი, მადლიერი, მაგრამ ხელისუფლება თავისი საქციელით მთავაზობს გავბოროტდე და გავხდე მებრძოლო სიმართლისთვის~, - განაცხადა ყარყარაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად