ჰიპერმარკეტი "გუდვილი" დაარსებიდან 6 წლისთავს აღნიშნავს

ჰიპერმარკეტი "გუდვილი" დაარსებიდან 6 წლისთავს აღნიშნავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გუდვილის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ამასთან დაავშირებით კომპანიამ ბონუსბარათის კლუბის წევრებს, კერძოდ პირველ 500 წევრს, რომელთაც ანგარიშზე ყველაზე მეტი ბონუს ულა ჰქონდათ, საჩუქრები გადასცა; ხოლო იმ 100 წევრს, რომელთაც ბარათზე ყველაზე ცოტა ქულა ქონდათ, კომპანიამ ბარათზე 3000 ქულა დაურიცხა.

6 წლის განმავლობაში "გუდვილმა" უმაღლესი მომსახურება და ხარისხის სრული კონტროლი შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა ორი სუპერმარკეტი: დედაქალაქის ცენტრში _ "გუდვილი ვაკე" და ქალაქ ბათუმში _ "გუდვილი ბათუმი".

პირველი ჰიპერმარეტი "გუდვილმა" 2004 წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გახსნა. მაშინ 96 თანამშრომელი იყო დასაქმებული.

დღეისთვის კი, გუდვილის ქსელში 1116 ადამიანი მუშაობს. 6 წლის განმავლობაში ჰიპერმარკეტის ფართი 10 ათასიდან 24 ათას კვადრატულ მეტრ ფართობამდე გაიზარდა. პროდუქტების რაოდენობამ კი 50 ათას მიაღწია, დღიური მომხმარებლების რაოდენობამ 5 ათას, ხოლო მიმწოდებლების რიცხვმა _ 700-ს გადააჭარბა. მომწოდებლებს შორის არიან გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, უკრაინული და ბულგარული კომპანიები.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება