გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დღეს "წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო" პუბლიკაციის პრეზენტაციას გამართავს.
პუბლიკაციის სახელწოდებაა "წყლის გლობალური პარტნიორობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს". პრეზენტაცია სამინისტროს მხარდაჭერით, კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში ტარდება.
პუბლიკაციაში შესულია ქართულ ენაზე ნათარგმნი ორი დოკუმენტი - პირველი წარმოადგენს ამონარიდს წყლის გლობალური პარტნიორობის 2009-2013 წლების სტრატეგიიდან, კერძოდ, მე-2 მიზანს, რომელიც ეხება წყლის გლობალური პარტნიორობის მზადყოფნას, იზრუნოს წყლის მართვის სრულყოფაზე, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსზე.
პუბლიკაციის მეორე ნაწილი წარმოადგენს დოკუმენტის "კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სახლმძღვანელო პრინციპების" სრულ ტექსტს. დოკუმენტი მიღებულია წყლის გლობალური პარტნიორობის მხარეების მიერ 2009 წლის 17 აპრილს კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ კონფერენციაზე. მასში ჩამოყალიბებულია კლიმატის ცვლილებასთან მიწისა და წყლის რესურსების ადაპტაციისათვის რეკომენდაციები, რომელსაც წყლის გლობალური პარტნიორობა ქვეყნებს საადაპტაციო ქმედებების განსახორციელებლად სთავაზობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"