თბილისის #63-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მონიავა თანამდებობის დატოვებას უარყოფს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ნანა მონიავამ აცნობა.
"ინფორმაცია სამსახურიდან ჩემი წასვლის შესახებ რეალობას არ შეესაბამება. მე თანამდებობა არ დამიტოვებია და არც ვაპირებ", - განაცხადა ნანა მონიავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რვა საჯარო სკოლის, მათ შორის #63-ე სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები დაწერეს. ამ სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებმა გუშინ საატესტატო გამოცდები გააპროტესტეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"