გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, პროექტ "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის "მხიარულ სტარტებს" მოაწყობს .
ღონისძიებას ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი კოტე ტუღუშიც შეუერთდებიან.
მხიარული სტარტები ილია ვეკუას ქ. №8-ში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში დღეს, 11.00 საათზე დაიწყება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"