ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს

 სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. .

როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 5 წლის შემდეგაც საქმე გამოუძიებელია. ვაზაგაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოში სამართალს ვერ მიაღწიეს. მისი თქით, მათ ერთადერთი ევროსასამართლოს იმედი აქვთ, სადაც განაცხადია შესული.

გაგი მოსიაშვილის თქმით, საქართველოში უზრუნველყოფილი არ იყო სამართლიანი სასამართლო, ასევე გამოძიება სუბიექტურად წარმიართა, მტკიცებულება ბევრი არსებობდა, იყვნენ თვითმხილველები რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სპეცოპერაციის დროს გაფრთხილება არ იყო და ადგილზე ლიკვიდაციის მითითება გაიცა.

”საქმე ევროსასამართლოს წარმოებაშია მიღებული და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში ობიექტური დასკვნა დაიდება”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჩადენილი ვანდალური ფაქტია.

”ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი მწვავე და კრიტიკული დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი ყველა ადამიანს სახლში შეუვარდება”,-განაცხადა ხატიაშვილმა.

ზურაბ ვაზაგაშვილი თბილისში, კორტებთან 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში