პაბლო პიკასოს ნახატი "კითხვა" ლონდონში, სოთბის აუქციონზე 40.7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ავრცელებს. ნახატზე მხატვრის საყვარელია გამოსახული.
1932 წელს "კითხვა" ანონონიმმა კოლექციონერმა შეიძინა. სოთბი ნახატის გაყიდვას 29 მილიონ დოლარად აპირებდა, თუმცა საბოლო ფასი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.
პიკასოს მომავალი საყვარელი მარია-ტერეზა უოლტერი 17 წლის ასაკში შეხვდა და მისი რამდენიმე ნამუშევრის მოდელი გახდა. უოლტერს პიკასოსგან ქალიშვილი შეეძინა.