სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ყოვეწლიური პრემიის "ოქროს ფრთის" გამარჯვებულები დააჯილდოვა . წლევანდელი კონკურსის ჟიურის ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე ხელმძღვანელობდა.
წლის საუკეთესო სატელევიზიო ინოვაციური პროექტისთვის "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაჯილდოვდა, წლის საუკეთესო გაზეთად "პრაიმ-თაიმი" დასახელდა, ფოლკლორული ნიმუშების შეკრებისა და გამოცემისთვის ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული დაჯილდოვდნენ, წლის საუკეთესო ბიზნესმენად კი "გურჯაანის ნაყინის" მწარმოებელი გურამ ბერიკაშვილი, წლის საუკეთესო ტელესახის პრემია ეკა მიშველაძეს გადაეცა, წლის საუკეთესო საინფორმაციო სამსახურის წოდება კი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერს" ერგო, "ოქროს ფრთა" ნომინაციაში ”წლის წარმატებული ჟურნალისტი” გაზეთ ”ქართული სიტყვის” რედაქტორის მოადგილეს ვანო პავლიაშვილს გადაეცა, წლის ამაგდარ ჟურნალისტად კი ასპინძის გაზეთის რედაქტორი ეთერ ცისკარიძე დასახელდა.