გაზეთ "კვირის პალიტრის" 21-24 თებერვლის გამოკითხვის თემას – "სიმპათიური ტელეწამყვანი" – 496 რესპონდენტი გამოეხმაურა.
კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე სიმპათიური ტელეწამყვანი?"
მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვლის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 8, ხოლო მინიმალური - 1 ქულა.
გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:
1. გვანცა დარასელია 5.24
2. ეკა ხოფერია 5.19
3. ია ფარულავა 5.17
4. სალომე არშბა 5.03
5. ნინო ქაჯაია 4.76
6. მაია ასათიანი 4.19
7. ნანუკა ჟორჟოლიანი 3.35
8. თიკო სადუნიშვილი 3.07