რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გაიხსნება

რუსთაველის თეატრის წინ დღეს ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. მანამდე კი, 19.45 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე რონალდ ჰარვუდის "მოხუცი ჯამბაზები" იქნება წარმოდგენილი.

სევდიანი კომედია ორ მოქმედებად, ცნობილი მსახიობების: კახი კავსაძის, ზინა კვერენჩხილაძის, გურამ საღარაძის, ზაზა ლებანიძის, ჯემალ ღაღანიძის, მანანა გამცემლიძის, მარინა ჯანაშიასა და მარინა კახიანის მონაწილეობით გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

დამსახურებული და სახალხო არტისტი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ღაღანიძეს სცენაზე ათეულობით როლი, კინოში კი 20-მდე როლი აქვს შესრულებული.

1998 წელს მსახიობს ღირსების ორდენი გადაეცა, 2009 წელს კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია