ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები ბათიაშვილისა და მისი ცოლის ძმის თამაზ ფანჩულიძის გათავისუფლებას ითხოვენ.ამ მოთხოვნით ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აქცია მრგვალ ბაღში გამართეს.
"ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ირაკლი ბათიაშვილი იმყოფება მოდულის შენობაში. არ გააკეთონ ისე, თითქოს მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და ეს შეიძლება გახდეს მისი ლიკვიდაციის მიზეზი. ამისი არავის არ სჯერა, ამისი მხოლოდ თავად მერაბიშვილს სჯერა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ.
ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი შიშობს, რომ ირაკლი ბათიაშვილის ლიკვიდაციისთვის საგანგებო სცენარით ჩატარდება ოპერაცია.
"თავად ირაკლი მათ არსად არ გაყვებოდა. შეიძლება, სადმე წაიყვანონ და თითქოს მათ წინააღმდეგა გაუწია და მისი ლიკვიდაცია მოახდინონ. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ მამაჩემისა და ბიძაჩემის გათავისუფლებისთვის", - განაცახდა ირინა ბათიაშვილმა.
იგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში წარმოადგენს ყველა იმ 40 ადამიანის ოჯახებს, რომლებიც ამ დროისთვის გაუჩინარებულად მიიჩნევიან.
მრგვალი ბაღიდან აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ რუსთაველის ძეგლთან დაგეგმილ მდუმარე აქციაზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"