შოთა უტიაშვილი - არც ერთი ადამიანის სიკვდილი პოლიციის ქმედებების შედეგი არ იყო

შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ 26 მაისის ღამეს ცოტა ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოშიდა არც ერთი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ ან ირიბად არ იყო პოლიციის ქმედების შედეგი, საერთო ჯამში, აქციის დაშლის ოპერაციამ სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა.

ამის შესახებ უტიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განაცხადა დავით პაიჭაძის გადაცემაში "დიალოგი".

მისი თქმით, ოპერაციის ხარისხით და სამართლადმაცველების პროფესიონალიზმით შს სამინისტრო კმაყოფილია, თუმცა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი არ უარყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეცდომები იყო.

"ჩვენ ვნახულობთ ვიდეოკადრებს და თუ აღმოვაჩენთ, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, შესაბამისი პროცედურები ჩატარდება", - აცხადებს ის.

რაც შეეხება ნიკა კვინტრაძეს, რომელიც აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, უტიაშვილის მტკიცებით, კვინტრაძის შემთხვევაში საქმე ჰქონდა მედიის მხრიდან ფალსიფიკაციას.

"ის ადამიანი, რომელიც იწვა ასფალტზე და ვითომ კვინტრაძე იყო, სინამდვილეში ის არ აღმოჩნდა... მიცვალებული ხელშეკრული არ უპოვიათ, მორგიდან კი მიცვალებული ოჯახში ყოველთვის ხელ-ფეხშეკრული მიჰყავთ", - თქვა მან.

უტიაშვილმა გაუჩინარებულ ადამიანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი დაკარგულის ოჯახს შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. მისივე თქმით, სამინისტრომ გამოაქვეყნა ნუსხა, რომელშიც ყველა დაკავებული ადამიანია შეტანილი.

"ჩვენ დავაკავეთ ისინი ვინც კოსტავას ქუჩაზე მანქანას ურტყამდნენ, ის მძღოლები, ვინ პოლიციელი გაიტანეს და ყინწვისის შეთქმულთა ჯგუფი", - აღნიშნა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში