საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
საუკეთესო მოსწავლედ თბილისის №122 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სანდრო სახვაძე დასახელდა, საუკეთესო მასწავლებლად _ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 სკოლის ქიმიის პედაგოგი ეთერ ელოშვილი, ასევე პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსული გერმანელი მოხალისე კათრინ ბრემი;
საუკეთესო სკოლის დირექტორად _ 157-ე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური აღიარეს, საუკეთესო მანდატურებად ქუთაისის №30 საჯარო სკოლის მანდატური ეკა ენუქიძე, რუსთავის №10 საჯარო სკოლის მანდატური ივანე გოგინაშვილი და გორის №3 საჯარო სკოლის მანდატური ზურაბ ლაღიძე. საუკეთესო საჯარო სკოლა თბილისის №10 საჯარო სკოლა გახდა, საუკეთესო კერძო სკოლა კი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა "თბილისი", საუკეთესო რესურსცენტრის ხელძღვანელად კი, ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი დასახელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი დაჯილდოება ყოველწლიურად გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"