ზემო ალვანში სტალინის ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებენ

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში 200-მდე ადამიანი აქციას მართავს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფლის მაცხოვრებლები სტალინის ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზაზა ლაგაზიძემ განაცხადა, აქციაზე რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის მისვლას და მისგან განმარტებებს ითხოვენ.

"სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, რომლებიც დღემდე მიდიოდნენ სტალინის ძეგლთან და ყვავილებით ამკობდნენ. ისინი ძეგლის დემონტაჟით და მოპარვით ძალიან შეურაცხყოფილები არიან. გამგებლისგან ახსნა-განმარტებებს ვითხოვთ, ძეგლი ღამე, ჩუმად რატომ წაიღეს. გამგებელი იმალება", - აღნიშნა ზაზა ლაგაზიძემ.

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლი 17 მაისს, ღამის 01:00 საათზე აიღეს. დემონტაჟი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტალინის ძეგლის აღების შესახებ ზემო ალვანის მაცხოვრებლები ინფორმირებულები არ იყვნენ. მათ ძეგლის დემონტაჟის შესახებ დღეს, დილით შეიტყვეს, როცა ძეგლი ადგილზე აღარ დახვდათ. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო