"ტექნო ბუმი" კიდევ ერთ ფრანჩაიზსს ქუთაისში გახსნის

"ტექნო ბუმი" ახალი სტრატეგიის ფარგლებში კიდევ ერთ ფრანჩაიზსს დღეს ქუთაისში გახსნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ეს რიგით მერვე მაღაზია იქნება, რომელიც ტექნიკის სხვა ქსელებისგან მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ყელაზე დიდი არჩევანით და ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით გამოირჩევა.

"ბუმის" ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია საჩუქრების დიდ ბუმს აწყობს და დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში მომხმარებელს სპეციალურ აქციაში მონაწილეობას სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა მყიდველი ვინც "ტექნო ბუმის" ქუთაისის ცენტრში საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეიძენს, მწარმოებლების მიერ დაწესებული საჩუქრების ბუმიდან საჩუქარს თავად შეარჩევს.

"ტექნო ბუმის" ფრანჩაიზების გახსნაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, წინადადებების განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს და ეტაპობრივად "ტექნო ბუმის" ცენტრები სხვადასხვა რეგიონში ამოქმედდება", - აცხადებენ კომპანიაში.

"ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე ამ დროისთვის თბილისის გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ახლა უკვე ქუთაისშია წარმოდგენილი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს