ქარიშხალი "ნესატი" ჰონკონგს უახლოვდება. ამი შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ქარიშხლის მოახლოების გამო ჰონკონგის სკოლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები დაიხურა. ამასთან, მუშაობა შეაჩერა ჰონკონგის გავლენიანმა საფონდო ბირჟამ. ამ დროისთვის ქარიშხალი ქალაქიდან 350 კილომეტრშია. ჰონკონგს კი უკვე გადაუღებელი წვიმები დაატყდა თავს. ქარიშხალი "ნესატი" ათ ბალიანი შკალის 8 ბალითაა შეფასებული.
ფილიპინებზე ქარიშხალმა 35 ადამიანი იმსხვერპლა, 45 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.