ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

10 მოკრივით წარმოდგენილმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულა და ვერც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება შეძლო.

ნაკრების 8 წევრმა პირველი წრე წარმატებულად დაასრულა, თუმცა მეორე წრის გადალახვა ვერ შეძლო.

3 ოქტომბერს მსოფლიოს პირველობას ნაკრების ბოლო სამი წევრი გამოეთიშა. მეორე რაუნდში ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ.) იტალიელ ალექს ფერამოსკასთან 8:15 დამარცხდა, ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ.) გერმანელ შტეფან ჰარტელთან 6:22 წააგო, ხოლო დავით გოგიშვილი (91 კგ.) ეკვადორელ ხულიო კასტილიოსთან 5:12 დამარცხდა.

ქართველ მოკრივეებს ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბოლო შანსი 2012 წელს დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირზე ექნებათ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად