დროს დახარჯული თანხების ამოღებას მოსახლეობის კომუნალური გადასახადების მომსახურებაზე დამატებითი გადასახადით ცდილობენ.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომლებიც მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს ბანკებში იხდის, დამატებით ერთი ლარის გადახდა უწევს.
"წინასაარჩევნოდ სააკაშვილმა მოქმედ ბანკებს სოლიდური თანხები გამოართვა არჩევნების გასაყალბებლად. დღეს ეს ბანკები რომ არ გაკოტრდნენ, იძულებულები არიან, თანხები მოსახლეობისგან ამოიღონ, რაც უკანონობაა",_ მიიჩნევს გუგავა.
მისივე ინფორმაციით "თელასს" თბილისში 400 ათასი აბონენტი ჰყავს, ამდენივე ოჯახი მოიხმარს ბუნებრივ აირს, რაც თითო ლარობით, საერთო ჯამში, ყოველთვიურად, 800 ათას ლარს შეადგენს.
"თელასის" სერვისცენტრები დაყადაღებულია, მოსახლეობა იძულებულია, გადასახადები ბანკებში შეიტანონ. ხალხი უკმაყოფილოა და დახმარებისთვის ჩვენც მოგვმართეს. ასეთი არაერთი ფაქტის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია ჩვენს პარტიაში",_აღნიშნა გუგავამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერების თქმით, თუ ბანკები კვლავ გააგრძელებენ მოსახლეობისგან თანხების ამოღებას, ორშაბათიდან "ლეიბორისტები" "სახალხო ბანკის", "ბანკი რესპუბლიკას", "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისებთან პიკეტებს მოაწყობენ.
"გარდა ამისა, სარჩელს შევიტანთ სასამართლოში. ბანკების საერთაშორსიო ასოციაციასაც ვაცნობებთ ქართული ბანკების უკანონო ქმედებისა და მოსახლოების ძარცვის შესახებ",-აღნიშნა გუგავამ.