რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია.
"ჩვენ ამ პოზიციას ვინარჩუნებთ", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჟენევაში 7 ოქტომბერს გაიმართა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, მოლაპარაკებების ეს რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა და შესაძლოა, მოლაპარაკებების პროცესი აღარ გაგრძელდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"