ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის 24-ე საჯარო სკოლასთან ახალაშენებული წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობის ეკლესიაში პირველი წირვა ჩატარდება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეკლესიის მრევლმა აცნობა, 19 აგვისტოს 08:00 საათზე ტაძრის კურთხევა მოხდება, ხოლო 09.00 საათიდან წირვა-ლოცვას ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი აღავლენს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"