ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი) დღეს, ქართული ჯგუფების მონაწილეობით, 2012 წლის პირველი მასშტაბური როკ-კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე, რომლის სახელწოდებაა Tribute to rock, სამი ჯგუფისგან შემდგარი ე.წ. ფექიჯ-შოუ იქნება წარმოდგენილი. შოუში მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე ქართული როკ-მუსიკის ორი უკვე საკმაოდ წარმატებული ბენდი: Industrial City და გოგონების კვინტეტი Vanilla Cage ჩაგე. სპეციალურ სტუმრად კი მიწვეულია "ევროვიზია 2011"-ის ქართველი ფინალისტი Eldrine.
კონცერტზე შესრულდება როგორც მონაწილე ჯგუფების სიმღერები, ასევე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი როკ-ჯგუფების ჰიტები. მათ შორის: AC/DC, Rage Against The Machine, Whitesnake, Deep Purple, Audioslave, Led Zeppelin, Black Sabbath და სხვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"