რიყეზე "ბუდა-ბარში" რიგით მე-6 თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ აკა ნანიტაშვილის ჩვენებით გაიხსნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მოდის კვირეულის ხელმძღვანელმა თაკო ჩხეიძემ განუცხადა, დღევანდელ ჩვენებაზე თავის ნამუშევრებს წარმოადგენს დიზაინერი თამუნა ინგოროყვა, ასევე წარმოდგენილი იქნება აქსესუარების ბრენდ "მავის" ნაწარმი.
ჩხეიძის ინფორმაციით, წლევანდელ მოდის კვირეულზე ტრადიცია დაირღვევა და თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერები. მათ შორის აღსანიშნავია გიორგი შაღაშვილი.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში დამწყები დიზაინერებიც შეძლებენ თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენას.
თბილისის მოდის კვირეული 20 მაისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მესამე პავილიონში დათუნა სულიკაშვილის მოდელების ჩვენებით დაიხურება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"