ზურაბ ბაზლიძე - "გლობალ TV"-ის დაახლოებით 50 000-მდე სატელიტური ანტენაა დაყადაღებული

ამ დროისთვის "გლობალ TV"-ის დაახლოებით 50 000-მდე სატელიტური ანტენაა დაყადაღებული, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გლობალ TV"-ის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, დაყადაღებული არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქონება მათ ჩამორთმეული აქვთ ან დაკარგეს, თუმცა, კომპანია მორალურ ზარალს განიცდის, "რადგან ჩვენი მომხმარებელი დაშინებულია".

"რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, შემცირდა სატელიტური ანტენების მონტაჟის რაოდენობა და აქედან გამომდინარე, შემცირდა შემოსავლებიც. თუ ეს პროექტი შეჩერდა, დაახლოებით 500 დასაქმებული ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. ეს თავისთავად საკმაოდ დიდი ზარალია", - დასძინა ბაზლიძემ.

მისივე განცხადებით, "გლობალ TV"-ს ცენტრალურ ოფისში ხელმოუწერელი განჩინება მიიტანეს. ზურაბ ბაზლიძის თქმით, ეს დოკუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, რომელზეც დატანილი არ არის არც მოსამართლის ხელმოწერა და არც შესაბამისი ბეჭედი. ამის გათვალისწინებით, იგი აცხადებს, რომ კომპანიის ობიექტების დაყადაღების პროცესი სრულიად უკანონოდ მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით