რუსულმა საპატრულო ხომალდმა იაპონიის ზღვაში ჩინური დროშის ქვეშ მცურავი ბრაკონიერების კატარღა დაცხრილა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ჩინური კატარღა იაპონიის ზღვის რუსულ ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა და კალმარების რეწვას აწარმოებდა. `დერჟინსკის~ ეკიპაჟმა კატარღას შეჩერება უბრძანა, მაგრამ ბრაკონიერები საპატრულო ხომალდის ბრძანებას არ დაემორჩილენ და გაქცევა სცადეს. გაჩაღდა დევნა, რომელივ 3 საათი გრძელდებოდა. კატარღა არც გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ შეჩერდა, ხოლო, როდესაც `დერჟინსკი~ წამოეწია, მანევრირება დაიწყო, რასაც მოჰყვა შეჯახება. შეჯახების შედეგად ერთი ჩინელი მეზღვაური ზღვაში გადავარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბრაკონიერები მხოლოდ მაშინ დაემორჩილნენ მესაზღვერეების მოთხოვნას, როდესაც კატარღის კორპუსი ტყვიამფრქვევით დაცხრილეს. კატარღაზე 22,5 ტონა კალმარი აღმოაჩინეს. ეკიპაჟის 17-ვე წევრი ჩინეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"