პირველკლასელთა დამრიგებლებს "ბუკებით" სწავლების ტრენინგები უტარდებათ

მასწავლებლის სახლში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება დაწყებულია და ყველა პირველი კლასის დამრიგებელი "ბუკებით" სწავლების ტრენინგებს გადის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილ ნეტბუქს ("ბუკს") მიიღებს.

"ბუკი" საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შეიქმნილი და მასში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამებია ჩატვირთული. კერძოდ, სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები.

ნეტბუქების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვაში მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი ემზადება. ტრენინგების კურსი შემდეგ თემებს მოიცავს: ბუკების ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპიუტერული უნარების გაცნობა; ელექტრონული სწავლების (ე-ლეარნინგ) ფარგლებში, შიდა ქსელში ფაილების გაცვლა, დავალებების მიცემა და მოსწავლეების კომპიუტერებში მათი გაკონტროლება; ონლაინ რესურსების ჩართვა სასწავლო პროგრამაში; ინტერნეტით ფოტო და ვიდეო ფაილების მოპოვება; "ბუკების" გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა და ა.შ.

ტრენინგი ორეტაპიანია და 9 დღე გრძელდება. პირველი ეტაპი თბილისში ივლისის ბოლოს, რეგიონებში კი, სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.

"ბუკების" ტრენინგს მასწავლებლის სახლი მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს და მასში ყველა სკოლის პირველი კლასის დამრიგებლებთან ერთად ქართულისა და მათემატიკის ის მასწავლებლებიც არიან ჩართულები, რომლებიც გაკვეთილებს პირველ კლასელებს ჩაუტარებენ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით