2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ზურაბ ტურაშვილი ყვარელში დაკრძალეს

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ზურაბ ტურაშვილი, რომლის იდენტიფიცირებაც დნმ-ის საშუალებით მოხერხდა, ყვარელში დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრა. დაკრძალვის ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ.

სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.

დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, ასევე, მოხდა უფროსი სერჟანტის, გელა თიგიშვილის იდენტიფიცირებაც.

ზურაბ ტურაშვილი და გელა თიგიშვილი IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული".

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია