ნოდარ ჯავახიშვილი - თვენახევარი როგორმე გავძლებ

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს . რაც შეეხება იმას, რომ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მის უძრავ-მოძრავ ქონებას აუქციონზე გაიტანენ, ჯავახიშვილის თქმით, "თვენახევარი როგორმე გაძლებს".

"თვენახევრის შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამას არ ვმალავ", - დასძინა მან.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობის სახით ის თანხა გადარიცხა, რომელიც ბანკი "ქართუს" პრეზიდენტობიდან გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით იძულებითი მმართველისგან მიიღო.

ჯავახიშვილის აზრით, სასამართლოს მიერ კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის უკანონოდ მონათვლა სასაცილოა მაშინ, როცა გადარიცხული თანხის წყაროს უთითებ.

"მე საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პიროვნება ვარ. ბევრი იცით, ვინც ხელზე 10 ათას ლარს იღებს?! მე თუ არ შემიძლია 17 ათასი ლარის გადარიცხვის წყარო მივუთითო, მაშინ ვის შეუძლია. თანაც შემოწირულობა განვახორციელე მას შემდეგ, რაც ბანკის პრეზიდენტად აღმადგინეს, ანუ შემოსავლის წყარო ისევ გამიჩნდა", - განმარტა ჯავახიშვილმა.

"ქართუ ბაკის" პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნებისმიერი პირი, განურჩევლად იმისა, თუ რამდენი აქვს შემოსავალი დაჯარიმდება, თუ ის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობას განახორციელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" 16 შემომწირველი, მათ შორის ნოდარ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკის" 8 თანამშრომელი, კოალიციისთვის ფულის უკანონოდ შეწირვის მოტივით ჯამში 500 ათასი ლარით დააჯარიმა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად