საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე დედოფლის წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდმოწამე დედოფლის, წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს . ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდება.

ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა დედოფალი განისვენებს.

წმინდა დედოფალი შუშანიკი სარწმუნეობისთვის მე-5 საუკუნეში, 475 წელს აღესრულა. ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში იყო. იგი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. მათდამი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვარსქენმა მართლმადიდებლობა უარყო და მაზდეანობა მიიღო. დედოფალსაც რწმენის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც შუშანიკისგან მტკიცე უარი მიიღო. წმინდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა, სადაც მასთან მისულებს კურნავდა და ეხმარებოდა.

წმ. დედოფლის ცხოვრება და მოწამეობრივი სიკვდილი იაკობ ხუცესმა აგიოგრაფიულ ნაწარმოებში - "წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი", ასახა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება